კენ ვოლკერის კლინიკის ექიმი - ბავშვთა ნევროლოგი. აქვს 34-წლიანი სამუშაო გამოცდილება. მისი კარიერა დაიწყო გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიულ კლინიკაში, ხოლო ბოლო 20 წელია მუშაობს ბავშვთა ნევროლოგად რეაბილიტაციის ცენტრებში. კარიერულ გზაზე არაერთი ტრენინგი თუ სასწავლო კურსი გაიარა, კერძოდ: „ეპილეფსია“, „ბავშვთა ნევროლოგია“, „ინსულტის პრევენცია“, „თავის ტვინის მცირე და საშუალო სიმძიმის ტრავმული დაზიანება“, „პედიატრიული ნევროლოგიური დაავადების ნეირორადიოლოგიური კორელატები“, „ბავშვთა ეპილეფსია“, „გლობალური განვითარების შეფერხების დიაგნოსტიკისა და მართვის თანამედროვე პრინციპები“, „ნეიროგანვითარების მკურნალობის კურსი ექიმებისათვის“, „ბავშვთა ადრეული ინტერვენცია შეზღუდულ შესაძლებლობათა პრევენციისთვის“, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შეფასებისა და მართვის ძირითადი პრინციპები“ და სხვა. არის სერტიფიცირებული ტრენერი და 2012 წლიდან ატარებს „ასაკებისა და ეტაპების კითხვარის“ ტრენინგს. არის პრეპარატი დისპორტის გამოყენების სპეციალისტი. იმავდროულად, არის საქართველოს ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციისა და საქართველოს ეპილეფსიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ლიგის წევრი. მისი პუბლიკაციების უმეტესობა ეხება ცერებრულ დამბლას, მის თანმხლებ დაავადებებსა და მართვას.