ჩვენი გუნდი

მთავარიჩვენი გუნდიქეთი სივსივაძე

ქეთი სივსივაძე

კენ ვოლკერის კლინიკის კონსულტანტი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის კლინიკური ცენტრის ფიზიკური თერაპევტი. 2016 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი, ხოლო 2019 წელს იმავე სფეროში მიენიჭა მაგისტრის ხარისხი. მუშაობის სფეროებია: საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაზიანებების შეფასება და რეაბილიტაცია, წინასაოპერაციო  და პოსტოპერაციული პაციენტების ფიზიკური თერაპია და სარეაბილიტაციო მართვა. 2020 წლიდან  ასწავლის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის დეპარტამენტში. 2018 წლიდან ჩართულია USAID-ისა და Emory-ს უნივერსიტეტის ერთობლივ პროექტში („ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტი საქართველოში“). არის საქართველოს ფიზიკური თერაპიისა და რეაბილიტაციის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი და საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდიუმის წევრი.


© 2024, kwclinic.ge