ჩვენი გუნდი

მთავარიჩვენი გუნდიირინე (ნატა) ლოგუა

ირინე (ნატა) ლოგუა

კენ ვოლკერის კლინიკის არტთერაპევტი. განათლებით მხატვარია.  პროფესიული კარიერა საკმაოდ მრავალფეროვანი და მრავალპროფილიანი აქვს. 11 წლის განმავლობაში სხვადასხვა სკოლაში მუშაობდა ხატვის/ხაზვის პედაგოგად.  მისი კომპიუტერულ-გრაფიკული პროგრამების კომპეტენცია დიდად იყო მოთხოვნადი სხვადასხვა არქიტექტურულ ორგანიზაციაში. 7 წლის წინ შეიცვალა პროფილი, გაიარა ორწლიანი ტრენინგი არტთერაპიაში და უკვე ბოლო 5 წელია მუშაობს სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვებსა და ზრდასრულებთან. გავლილი აქვს შემდეგი ტრენინგები: „ხელოვნებით თერაპია და ბავშვის განვითარება“, „ტრავმა პედაგოგიკა“, „ბავშვები სულიერი ტრავმით“, „პედაგოგიური მუშაობის პრინციპები კონცენტრაციის, ყოფაქცევისა და აგრესიის პრობლემების მქონე ბავშვებთან“ და სხვა.   

© 2024, kwclinic.ge