კენ ვოლკერის კლინიკის ფიზიკური თერაპევტი. დაამთავრა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო აკადემია, სამკურნალო ფიზკულტურა და რეაბილიტაცია, სპეციალობა - ფიზიკური თერაპევტი. ბავშვთა რეაბილიტაციაში აქვს 19-წლიანი სამუშაო გამოცდილება. გავლილი აქვს „ნეიროგანმავითარებელი მკურნალობის სრული კურსი“, „ბობატის გაძლიერებული კურსი თერაპევტებისათვის და ადრეული ინტერვენცია NDT - The European Bobath Tutors Association (EBTA), (Bobath)“, USAID-ისა და Emory-ს უნივერსიტეტის პროექტის („ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტი საქართველოში“) ფარგლებში ჩატარებული „პედიატრიული კურსი ფოკუსირებული ცერებრულ დამბლაზე“. 4 წლის განმავლობაში თავად უწევდა ასისტირებას ტრენინგზე: „ნეიროგანმავითარებელი მკურნალობის ჩვილების კურსი“ და „ნეიროგანვითარების მკურნალობის მოკლე კურსი ფიზიკური თერაპევტებისათვის“. 7 წლის განმავლობაში ფიზიკურ თერაპევტად მონაწილეობდა პროექტში „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ინტეგრაცია თხილამურებზე სრიალის სწავლებისას“. არის საქართველოს ფიზიკურ თერაპევტთა ასოციაციის საბჭოს წევრი.