კენ ვოლკერის კლინიკის სამედიცინო დირექტორი. პროფესიით არის ექიმი - ბავშვთა ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო რეაბილიტაციისა და სპორტული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი. 2003 წლიდან 2019 წლამდე ხელმძღვანელობდა სამედიცინო რეაბილიტაციის კურსს დ. ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში, 1996-2019 წლებში - ნეირორეაბილიტაციის დეპარტამენტს და მართავდა ბავშვთა აბილიტაციის/რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამას ნეიროგანვითარების ცენტრში, ხოლო 2019 წლიდან - რეაბილიტაციის მიმართულებას თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. აქვს 25-წლიანი კლინიკური პრაქტიკა ბავშვთა ნევროლოგიასა და ნეირორეაბილიტაციაში. დიდი გამოცდილება და ცოდნა აქვს ბავშვთა შეფასების, განვითარების შეფერხებით მიმდინარე მდგომარეობის, ნერვკუნთოვანი დაავადებების, ცერებრული დამბლის, სპასტიურობის მართვის ორთოპედიული კორექციისა და ბოტულინოთერაპიის მიმართულებებით. არის რამდენიმე პროფესიული ასოციაციისა და გაერთიანების წევრი.