კენ ვოლკერის კლინიკის ფიზიკური თერაპევტი. სამკურნალო ფიზკულტურის მეთოდისტი, სპეციალობა - ფიზიკური თერაპევტი. ბავშვთა რეაბილიტაციაში აქვს 36-წლიანი სამუშაო გამოცდილება. მუშაობდა ბავშვთა რეაბილიტაციის რესპუბლიკურ ცენტრში, ბავშვთა ნეირორეაბილიტაციის ცენტრსა და პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. გავლილი აქვს „ნეიროგანვითარების მკურნალობის საბაზო კურსი ფიზიკური თერაპევტებისათვის“, გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში „ზრდასრულთა ფუნქციური მობილობის სასწავლო კურსი“.