კენ ვოლკერის კლინიკის ფიზიკური თერაპევტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი, პროფესიით - ფიზიკური თერაპევტი. 2017 წლიდან აქტიურადაა ჩართული ფიზიკური მედიცინის სფეროში. გავლილი აქვს ტრენინგები: „ორთოპედ-ტრავმატოლოგიის, რეაბილიტაციისა და ფიზიოთერაპიის მკურნალობის თანამედროვე მიდგომები“, USAID-ისა და Emory-ს უნივერსიტეტის პროექტის („ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტი საქართველოში“) ფარგლებში ჩატარებული „ნევროლოგიური კურსი ფოკუსირებული თავის ტვინის შეძენილ დაზიანებებზე“.