კენ ვოლკერის კლინიკის რეაბილიტოლოგი . 2006 წელს დაამთავრა ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი, სპეციალობა - ფიზიკური თერაპევტი. 2009 წლიდან მუშაობს რეაბილიტოლოგად. მისი ძირითადი საქმიანობა ზრდასრულთა და ბავშვთა ნეირო-რეაბილიტაციას უკავშირდება. აქვს 14 წლიანი გამოცდილება რეაბილიტაციის სფეროში , 2010 წლიდან 2013 წლამდე მუშაობდა თურქეთში , ქალაქ ერზინჯანში ნეირო-რეაბილიტაციის კლინიკაში რეაბილიტოლოგად. 2013 წლიდან 2018 წლამდე მუშაობდა ნეირო განვითარების კლინიკაში , 2018 წლიდან დღემდე კენ ვოლკერის სარეაბილიტაციო კლინიკის მოწინავე რეაბილიტოლოგია.
კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ბალნეოლოგიურ ცენტრში გაიარა შემდეგი სახის კურსები: "ფიზიკური თერაპია" „კინეზოთერაპია, მანუალური თერაპია, სამკურნალო მასაჟი“, 2013 წელს -„ნეიროგანვითარების მკურნალობის მოკლე კურსი ფიზიკური თერაპევტებისათვის“, "მექანო თერაპიის კურსი" 2018-2019 წლებში USAID-ისა და Emory-ს უნივერსიტეტის პროექტის („ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტი საქართველოში“) ფარგლებში გაიარა შემდეგი სახის ტრენინგები: გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში „ზრდასრულთა ფუნქციური მობილობის სასწავლო კურსი“, „ჩარევის ტექნიკები უწყვეტობაში თავის ტვინის შეძენილი დაზიანებების მქონე პაციენტებში თავის ტვინის ტრავმულ დაზიანებაზე ფოკუსით“, „ფიზიკური თერაპიის შეფასების ძირითადი უნარ-ჩვევებისა და ფიზიკური თერაპიის დოკუმენტირება“ "ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია" "ინსულტის მქონე პაციენტების შეფასების უნარები და ინტერვენციის ტექნიკა"