კენ ვოლკერის კლინიკის ფიზიკური თერაპევტი. არის ასოცირებული პროფესორი, ადაპტური ფიზიკური აღზრდა და სპორტი, სამკურნალო ფიზკულტურა და რეაბილიტაცია - განათლების დოქტორი. აქვს 16-წლიანი სამუშაო გამოცდილება ბავშვთა რეაბილიტაციაში. პრაქტიკოსად და კონსულტანტად მუშაობს როგორც რეაბილიტაციის ცენტრში, ისე კლინიკებსა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში. 2018 წლიდან ატარებს ადაპტური ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ტრენინგებს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ფიზიკური აღზრდის მასწავლებლებისათვის; იმავდროულად, არის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსი. გავლილი აქვს „ნეიროგანმავითარებელი მკურნალობის სრული კურსი“. დამატებით, „NDT-ს გაძლიერებული და მოზარდების კურსი სპეციალისტებისათვის“. 7 წლის განმავლობაში ფიზიკურ თერაპევტად მონაწილეობდა პროექტში „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ინტეგრაცია თხილამურებზე სრიალის სწავლებისას“. 2018 წელს გაიარა USAID-ისა და Emory-ს უნივერსიტეტის პროექტის („ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტი საქართველოში“) ფარგლებში ჩატარებული ტრენერთა არაერთი ტრენინგი. ოთხი წლის განმავლობაში თავად უწევდა ასისტირებას ტრენინგზე: „ნეიროგანმავითარებელი მკურნალობის ჩვილების კურსი“ და „ნეიროგანვითარების მკურნალობის მოკლე კურსი ფიზიკური თერაპევტებისათვის“. გამოქვეყნებული აქვს სხვადასხვა სახის ნაშრომები და სახელმძღვანელოები მშობლების, მასწავლებლებისა და ფიზიკური თერაპევტებისათვის. არის საქართველოს ფიზიკურ თერაპევტთა ასოციაციის დამფუძნებელი/დირექტორი.