კენ ვოლკერის კლინიკის კლინიკური ნეიროფსიქოლოგი. არის ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. აქვს 25-წლიანი მუშაობის გამოცილება კლინიკაში, აკადემიურ სფეროში, განათლების სფეროში. ეწევა კლინიკურ საქმიანობას, როგორც ნეიროფსიქოლოგი, ბავშვებსა და ზრდასრულებთან (დიაგნოსტირება, შეფასება, რეაბილიტაცია/აბილიტაცია (შესაბამისი პროგრამების შემუშავება, პრაქტიკა), კონსულტაცია (მშობლების, ოჯახის წევრების)). ბავშვებთან მუშაობის სფეროებია: ფსიქიკური განვითარების ეტაპების დაყოვნება, ენისა და კომუნიკაციის განვითარების დარღვევები, დასწავლის უნარის დაქვეითება, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები (სკოლებში), ქცევის მართვის პოზიტიური სტრატეგიები, მშობლების, მასწავლებლების კონსულტაცია ბავშვის ქცევის მართვისა და სწავლებისა პრობლემებთან დაკავშირებით; ხოლო ზრდასრულებში მუშაობის სფეროებია: უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების შეფასება, უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების შეფასება სხვადასხვა სახის ნევროლოგიური დარღვევის დროს (მაგ., თავის ტვინის ტრავმა, ინსულტი და სხვა), შეფასების შედეგად გამოვლენილი არსებული სირთულეების დაძლევის მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელება (რეაბილიტაცია), ოჯახის წევრების კონსულტაცია და მათი მხარდაჭერა. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე კითხულობდა ლექციებს, როგორც მოწვეული ლექტორი. მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა პროექტში.