News

HomeNews

Rare diseases in everyday life: what to pay attention to?

28/02/2024

Rare diseases in everyday life: what to pay attention to? Tinatin Tkemaladze: Doctor-geneticist Maia Talakhadze: Doctor-Pediatric Neurologist Watch the live video entry: https://www.facebook.com/kenwalkerclinic/videos/1508410206724783/

უფასო გენეტიკური ანალიზის პროგრამა ნერვული მილის დეფექტების (spina bifida) მქონე პაციენტებისთვის

16/02/2024

უფასო გენეტიკური ანალიზის პროგრამა ნერვული მილის დეფექტების (spina bifida) მქონე პაციენტებისთვის საერთაშორისო ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში (აშშ, სან-დიეგოს უნივერსიტეტი) ნერვული მილის დეფექტების (spina bifida) მქონე პაციენტებს უსასყიდლოდ ჩაუტარდებათ გენეტიკური ანალიზი (მთლიანი გენომის სექვენირება ტრიო – ბავშვისა და მისი ორივე მშობლის გენეტიკური ტესტირება).   Spina bifida, ასევე ცნობილი როგორც მიელომენინგოცელე ან მენინგომიელოცელე, არის მდგომარეობა, რომელიც ვითარდება მუცლადყოფნის პერიოდში და ახასიათებს ზურგის ტვინის არასათანადო განვითარება. ამგვარმა დეფექტმა შეიძლება გამოიწვიოს ქვედა კიდურების დამბლა, ჰიდროცეფალია, ფიზიკური და გონებრივი უნარშეზღუდულობა.   დღეისთვის ზუსტად არაა ცნობილი, თუ რა იწვევს spina bifida-ს. აღნიშნული კვლევის მიზანია დაავადების გენეტიკური და გარემო გამომწვევი მიზეზების დადგენა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რასაც სამომავლოდ შესაძლოა გავლენა ჰქონდეს პაციენტების მართვაზე და მდგომარეობის პროგნოზზე.   კვლევით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერი ასაკის, სქესისა და ეთნიკური წარმომავლობის ადამიანს, რომელსაც: აქვს ნერვული მილის ღია დეფექტი (მენინგოცელე, მიელომენინგოცელე) ჩატარებული აქვს ღია დეფექტის საკორექციო ოპერაცია აქვს ვენტრიკულოპერიტონეალური შუნტი ან/და ჰიდროცეფალია წვდომადი ჰყავს ორივე ბიოლოგიური მშობელი (რადგან ანალიზი ტარდება როგორც პაციენტზე, ისე მის ორივე ბიოლოგიურ მშობლებზე)   იმისთვის, რომ პაციენტმა შეძლოს აღნიშნული კვლევით სარგებლობა, აუცილებელია გაიაროს კონსულტაცია ექიმ-გენეტიკოსთან (თინათინ ტყემალაძე). ვიზიტზე ჩასაწერად დარეკეთ შემდეგ ნომერზე: 571232612.

Free genetic analysis program for patients of Azerbaijani origin

15/02/2024

უფასო გენეტიკური ანალიზის პროგრამა აზერბაიჯანული წარმოშობის პაციენტებისთვის   საერთაშორისო ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში (დიდი ბრიტანეთი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი) გენეტიკური ანალიზი უსასყიდლოდ ჩაუტარდებათ მარნეულის, გარდაბანის, რუსთავსა და მიმდებარე რაიონულ ცენტრებში მცხოვრებ აზერბაიჯანული წარმოშობის, თუ მათ აღენიშნებათ შემდეგი სიმპტომები/ჩივილები: ახალშობილთა ჰიპოტონია განვითარების ეტაპების დაყოვნება  მოტორული და/ან ინტელექტუალური განვითარების შეფერხება კუნთთა ჰიპოტონია და/ან სპასტიურობა სხვადასხვა სახის კუნთოვანი და ნერვ-კუნთოვანი დაავადებები  ეპილეფსია  აუტისტური სპექტრი და ქცევითი დარღვევები  სხვადასხვა სახის მოძრაობითი დარღვევები (ატაქსია, დისტონია, ტრემორი)  მრავლობითი თანდაყოლილი მანკები თანდაყოლილი ჰიპოთიროიდიზმი პირველადი იმუნოდეფიციტები თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია სხვადასხვა ენდოკრინული და მეტაბოლური დარღვევები   ბოლო წლებში დაგროვილი მონაცემების მიხედვით გამოვლინდა, რომ მარნეულის, გარდაბანის, რუსთავის და მიმდებარე რაიონულ ცენტრებში მცხოვრებ აზერბაიჯანული წარმოშობის მოსახლეობაში გამოვლენილ იქნა სხვადასხვა თანდაყოლილი გენეტიკური დაავადება. აღსანიშნავია, რომ ამ მდგომარეობების გარკვეული ნაწილი სრულად ან ნაწილობრივ განკურნებადია, შესაბამისად ადრეული დიაგნოზი გადამწყვეტია ეფექტური მკურნალობის წარმართვისთვის.    კვლევის მიზანია დადგინდეს ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებისა და ჩივილების გენეტიკური მიზეზები და დაისვას სწორი დიაგნოზი, რათა ეფექტურად წარიმართოს პაციენტის მკურნალობა და მართვა.   კვლევა განსაკუთრებით რეკომენდებულია იმ პაციენტებისთვის და ოჯახებისთვის, სადაც არის მშობლების ახლონათესაური კავშირი ან/და მსგავსი დაავადების მქონე ოჯახის რამდენიმე წევრი (მაგ. და-ძმა). სწორი დიაგნოზი ასევე მნიშვნელოვანია ოჯახისთვის, დაავადების მომდევნო შვილებში განმეორების რისკის განსაზღვრისა და პრევენციის კუთხით.   იმისთვის, რომ პაციენტმა შეძლოს აღნიშნული კვლევით სარგებლობა, აუცილებელია გაიაროს კონსულტაცია ექიმ-გენეტიკოსთან (თინათინ ტყემალაძე). ვიზიტზე ჩასაწერად დარეკეთ შემდეგ ნომერზე: 571232612  

ხშირად დასმული კითხვები

29/01/2024

ხშირად დასმული კითხვები - კენ ვოლკერის სარეაბილიტაციო კლინიკა კენ ვოლკერის სარეაბილიტაციო კლინიკა 2020 წლიდან ფუნქციონირებს. კლინიკა დაკომპლექტებულია დარგის სპეციალისტებითა და პროფესიონალებით. აქ დანერგილია სამედიცინო რეაბილიტაციის თანამედროვე, მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომები. შედეგად კლინიკა მაღალი ხარისხის მრავალპროფილურ სარეაბილიტაციო მომსახურებას აწვდის ბავშვებსა და ზრდასრულებს. კლინიკაში ასევე ფუნქციონირებს სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი.   კენ ვოლკერის კლინიკაში ზრდასრულთა მიმართულება გთავაზობთ შემდეგი მდგომარეობების რეაბილიტაციასა და სერვისებს: იშემიური და ჰემორაგიული ინსულტი; ქალა-ტვინის ტრავმის შემდგომი მდგომარეობა; ხერხემლისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებების შემდგომი მდგომარეობა; ზურგის ტვინის სხვა დაზიანებები; პარკინსონის დაავადება; გაფანტული სკლეროზი; სხვადასხვა ეტიოლოგიის მონო და პოლინეიროპათია; პერიფერიული ნერვების ტრავმული დაზიანების შემდგომი მდგომარეობა; ორთოპედიული დაზიანებებისა და ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა; ტკივილის სინდრომის მართვა, მათ შორის ხერხემლის დეგენერაციული ცვლილებებით გამოწვეული კისრისა და წელის ტკივილი; საცხოვრებელი და სამუშო გარემოს ადაპტირება ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით და სხვ.   კონსულტაციაზე ჩასაწერად შეგიძლიათ მოგვწეროთ ჩვენს Facebook გვერდზე ან დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის ნომერზე. თბილისი: +995 32 211 20 20, ბათუმი: +995 577 777 052 თუ პაციენტს გადატანილი აქვს ინსულტი ან თავის/ზურგის ტვინის ტრავმა, კენ ვოლკერის კლინიკაში ნევროლოგის კონსულტაცია უფასოა.   კენ ვოლკერის სარეაბილიტაციო კლინიკა მდებარეობს: თბილისში, მისამართი: გუდამაყრის ქუჩა N4 და ბათუმში, მისამართი: ტბეთის ქუჩა N4   კენ ვოლკერის კლინიკა მუშაობს: თბილისის ფილიალი- ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით  09:00-18:00 საათამდე, შაბათს 09:00-15:00 საათამდე. ბათუმის ფილიალი- ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 საათამდე   ზრდასრულთა რეაბილიტაციის მიმართულებით კენ ვოლკერის კლინიკა გვთავაზობს შემდეგი ტიპის მომსახურებას: ნევროლოგისა და ექიმ რეაბილიტოლოგის კონსულტაციას; ფიზიკურ თერაპიას; ოკუპაციურ თერაპიას; ენისა და მეტყველების თერაპიას; ფსიქოთერაპიას; ხელოვნების (არტ) თერაპიას; ფსიქო-სოციალურ თერაპიას; აქვათერაპიას; რობოთერაპიას; ე.წ. ელექტროთერაპიას დამხმარე საშუალებების შერჩევას, დამზადებასა და გამოყენების სწავლებას; საცხოვრებელი და სამუშაო გარემოს მორგება-ადაპტირებას.   ბავშვთა რეაბილიტაციის მიმართულებით კენ ვოლკერის კლინიკა გთავაზობთ შემდეგი მდგომარეობების რეაბილიტაციასა და სერვისებს: განვითარების შეფერხება ბავშვებში; ცერებრული დამბლა; თავის ტვინის ტრავმული დაზიანებებით გამოწვეული მდგომარეობები; ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებებით გამოწვეული მდგომარეობები; პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანებები; ნერვკუნთოვანი დაავადებები; განვითარების შეფერხებით მიმდინარე გენეტიკური დაავადებები; ორთოპედიული დაზიანებებისა და ოპერაციის შემდგომი მდგომარეობები; სქოლიოზები   2023 წლიდან კენ ვოლკერის კლინიკაში მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომლის ფარგლებში ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმის მქონე პაციენტები ფინანსდებიან 80%, 90% ან 100%-ით. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩასართავად, პირველ ეტაპზე, საჭიროა კონსულტაცია ნევროლოგთან   საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით რეაბილიტაცია ფინანსდება თუ: ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმის შემთხვევაში, თუ დიაგნოზიდან არ არის გასული 2 წელზე მეტი და პაციენტი აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, რეაბილიტაციის კურსი დაფინანსდება. 100%-იანი დაფინანსებით სახელმწიფოს მხრიდან სარგებლობენ : • სოციალურად დაუცველები • ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები პირები • დევნილები • მასწავლებლები • სახალხო არტისტები • ვეტერანები 90%-იანი დაფინანსებით სახელმწიფოს მხრიდან სარგებლობენ : • ბ.ა-საპენსიო ასაკის სახელმწიფო პენსიის მიმღები პირები (ქალი-60წლიდან , მამაკაცი 65 წლიდან ) 80%-იანი დაფინანსებით სახელმწიფოს მხრიდან სარგებლობენ: • გ.ა-შშმ სტატუსის მქონე პირები • გ.ბ-სტუდენტები (მათ შორის, პროფესიული სტუდენტები)   იმ შემთხვევაში თუ პაციენტი პროგრამაში ვერ ჩაერთვება, ინდივიდუალური დაფინანსების მიღება შესაძლებელია მერიის, გამგეობისა და ჯანდაცვის სამინისტროსგან. ამისათვის საჭიროა ფორმა N100 და კალკულაცია, რომლებიც ელექტრონულად უნდა აიტვირთოს ჯანდაცვის პორტალზე. რეგიონების მოსახლეობამ განაცხადი უნდა შეავსოს შესაბამისი რეგიონის მერიასა ან გამგეობაში. უმისამართო მოქალაქეების დაფიანსების მოთხოვნა იგზავნება თბილისის მერიაში.   -ბავშვთა რეაბილიტაციის მიმართულების ნევროლოგები არიან: ირაკლი ნატროშვილი- კენ ვოლკერის კლინიკის დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი.პროფესიით არის ბავშვთა ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი. მაია ტალახაძე-ბავშვთა ნევროლოგი. აქვს 25-წლიანი სამუშაო გამოცდილება ახალშობილ და ჩვილ ბავშვებში, იმავდროულად, ადრეული და მოზარდი ასაკის ბავშვების ნევროლოგიურ დაავადებათა მართვაში. ხათუნა დავითულიანი-ბავშვთა ნევროლოგი. აქვს 34-წლიანი სამუშაო გამოცდილება.საქართველოს ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციისა და საქართველოს ეპილეფსიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ლიგის წევრი.   -ზრდასრულთა რეაბილიტაციის მიმართულების ნევროლოგები არიან: სოფიკო შაგიძე - კენ ვოლკერის კლინიკის ზრდასრულთა რეაბილიტაციის მიმართულების ხელმძღვანელი. პროფესიით ნევროლოგი, ნეირორადიოლოგი, კლინიკური ნეიროფიზიოლოგი. 2015 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის „ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის“ ფაკულტეტის მოწვეული ლექტორია. თეონა სარიშვილი - განათლება მიღებული აქვს  ბელარუსიის რესპუბლიკის დიპლომის შემდგომი განათლების სამედიცინო აკადემიაში (ბელმაპო)— კლინ. ორდინატურა ნევროლოგიის განხრით. 2011-2016 წლებში 2018-2020 წლებში ქალაქ მინსკის მე-5 კლინიკის ექიმი-კლინ.ორდინატორი-ნევროლოგი გახლდათ. რუსუდან ქამხაძე - სერთიფიკატი-სპეციალობა ნევროლოგია. 2010-2018 წლებში მუშაობდა  ქართულ-იტალიურ პოლიკლინიკაში, ნევროლოგის პოზიციაზე. 2023 წლიდან დღემდე კენ ვოლკერის სარეაბილიტაციო კლინიკის ნევროლოგ რეაბილიტოლოგი და კლინიკა „ჯერარსისა“ და „ღუდუშაურის“ გადაუდებელი მედიცინის ექიმია.        

ირაკლი ნატროშვილი

20/12/2023

კენ ვოლკერის კლინიკის დირექტორი, ბატონი ირაკლი ნატროშვილი, თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი გახდა.  კენ ვოლკერის კლინიკის გუნდი ულოცავს ბატონ ირაკლის და წარმატებებს უსურვებს!

როგორ გავუმარტივოთ ბავშვს პირველი სარეაბილიტაციო პროცესი

20/12/2023

ესაუბრეთ ბავშვს მაშინაც კი, როცა ფიქრობთ, რომ მას თქვენი ნათქვამის შინაარსი არ ესმის ან ნაკლებად აინტერესებს. უამბეთ ბავშვს, რომ თქვენ ერთად აპირებთ წასვლას იქ, სადაც ბევრი ბავშვი დადის და მას ელიან ადამიანები, რომლებსაც უნდათ მისი გაცნობა და მასთან ერთად თამაში. შედარებით უფროსი ასაკის ბავშვს აუხსენით, რომ მასთან ერთად სხვადასხვა სპეციალისტი იმუშავებს, რათ უფრო ადვილად შეძლოს იმის კეთება, რაც სურს და აინტერესებს. მოინიშნეთ ის საკითხები, რომლებიც ბავშვს, თქვენ ან ოჯახის სხვა წევრებს გაინტერესებთ რეაბილიტაციის პროცესის შესახებ და გაუზიარეთ სპეციალისტს. რეაბილიტაციაზე წამოსვლისას შეგიძლიათ ბავშვს აარჩევინოთ ან თქვენ წამოიღოთ ის სათამაშო ან ნივთი, რომელიც ძალიან უყარს ან ამშვიდებს. ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე ბავშვსა და თქვენს განცდებზე რეაბილიტაციის გუნდთან გულწრფელი საუბარი ყველასთვის ძალიან სასარგებლოა და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს აბილიტაციის/რეაბილიტაციის პროცესს.

საახალწლო ფასდაკლება ბავშვთა რეაბილიტაციაში

20/12/2023

საახალწლო აქცია! 50% ფასდაკლება ბავშვთა რეაბილიტაციაზე!  ჩასაწერად დაგვიკავშირდით 032 211 20 20  10 დღიანი ფიზიკური თერაპიის კურსი - 300 ლარი (600 ლარის ნაცვლად)  8 დღიანი თერაპიების კურსი (ოკუპაციური თერაპია, ენისა და მეტყველების თერაპია, ფსიქოლოგის მომსახურება, არტ თერაპია, სპეციალური პედაგოგის მომსახურება) - 240 ლარი (480 ლარის ნაცვლად

კონფერენცია

11/11/2023

Conference

31/10/2023

Ken Walker University Medical Rehabilitation Clinic invites neurologists to the scientific practical conference "Challenges of Modern Neurorehabilitation in the context of the Universal Health Rehabilitation Program" Follow our Facebook page at 12:00 p.m. on November 11, 2023

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა

17/10/2023

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში კენ ვოლკერის კლინიკაში აქტიურად მიმდინარეობს ინსულტის, თავის ტვინის და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებების შემდგომი მდგომარეობების კომპლექსური სარეაბილიტაციო მკურნალობა. რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი დაფინანსების მისაღებად? დიაგნოზის ხანდაზმულობა არ უნდა აღემატებოდეს 24 თვეს.ამასთანავე: 100%-იანი დაფინანსებით სახელმწიფოს მხრიდან სარგებლობენ : • ა.ა-„სოციალურად დაუცველი ოჯხების მონაცემთა ერთიან ბაზაში „ რეგისტრირებული პირები რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს • ა.ბ-2008 წლის 6 აგვისტოდან საქართველოზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად საქართელოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ოჯახის წევრები . • ა.გ-ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრები ოჯახები •ა.დ_გორის,კასპის,ქარელის,ხაშურის,დუშეთის,ონის,საჩხერის,ზუგდიდის,წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები პირები. • ა.ე-საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სააღმზრელო საქმიანობის განსახორციელებელი დაწესებულებების,დედათა და ბავშვთა თავშესაფრებისა და სათემო ორგანიზაციების ბენეფიციარები. • ა.ვ-ზრუნვის სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში, ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში მცხოვრები ბენეფიციარები. • ა.ზ-მასწავლებლები • ა.თ-სახალხო არტისტები,სახალხო მხატვრები და რუსთაველის პრემიის ლაურეატები • ა.ი-სსიპ- ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საინფორმაციო ბაზაში რეგისტრირებული ვეტერანები 90%-იანი დაფინანსებით სახელმწიფოს მხრიდან სარგებლობენ : • ბ.ა-საპენსიო ასაკის სახელმწიფო პენსიის მიმღები პირები (ქალი-60წლიდან , მამაკაცი 65 წლიდან ) 80%-იანი დაფინანსებით სახელმწიფოს მხრიდან სარგებლობენ: • გ.ა-შშმ სტატუსის მქონე პირები • გ.ბ-სტუდენტები (მათ შორის, პროფესიული სტუდენტები) კენ ვოლკერის კლინიკა არის რეაბილიტაციის პროგრამის პროვაიდერი . ჩვენი გუნდი მზად არის დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ ინსულტის,თავისა და ზურგის ტვინის ტრავმის შემდგომი რეაბილიტაციის შესახებ და გთავაზობთ

aqua aerobics

17/10/2023

აკვა აერობიკის ჯგუფები კენ ვოლკერის სარეაბილიტაციო კლინიკაში აკვა აერობიკა ხსნის სტრესს, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და გვეხ­მა­რე­ბა ენერ­გი­ის აღ­დგე­ნა­ში. მათ­თვის, ვის­თვი­საც ვა­რი­კო­ზუ­ლად გაგანიერებული ვე­ნე­ბი, ხერ­ხემ­ლის პრობ­ლე­მე­ბი, მალთაშუა დისკის თი­ა­ქა­რი, ოს­ტე­ო­ქონ­დრო­ზი და სქო­ლი­ო­ზი მუდ­მივ პრობ­ლე­მად რჩე­ბა, აკვა აე­რო­ბი­კა განსაკუთრებით ეფექტურია კენ ვოლკერის საცურაო აუზი გამოირჩევა მრავალი უპირატესობით  მულტიფუნქციური აუზი მაღალტექნოლოგიური ინვენტარი ინდივიდუალურად მორგებული განრიგი მაღალკვალიფიციური ტრენერები უსაფრთხოების ყველა რეგულაციის დაცვა აბონიმენტის შესაძენად ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: 032 2 11 20 20 თბილისი, გუდამაყრის ქ . N4

History of a patient with a spinal cord injury

16/06/2023

The Universal Health Care Program finances post-stroke, head and spinal cord injury rehabilitation. Zaal Chitadze suffered a spinal cord injury as a result of a fall 1 year ago. On October 26, 2022, he applied to us for a rehabilitation course. The patient joined the program and was financed by 80%. The patient was scheduled for a course of rehabilitation therapy, which included various activities, a pronounced positive dynamic was revealed. The degree of balance and coordination has increased dramatically. Active range of motion in all four limbs has increased, and functional use of wrists and fingers is possible distally in Marjveena's hand. As Mr. Zaal says: "They barely brought me to the hospital, after that you can see that I can move on my own, I can move on my own with a cane. My life has become interesting, I know I have to come to therapy, I'm happy for that day" For further rehabilitation of stroke, head and spinal cord injuries, contact us at +995 32 211 20 20

Patient history

16/06/2023

▫️ Complex rehabilitation of Mr. Nugzar Kopadze in the Ken Volker clinic with the universal healthcare program Mr. Nugzari came to our clinic in January 2022 to undergo a post-stroke rehabilitation course. Submitted Form 100 and received 100% funding as soon as the universal health program started. As the patient says: "I had a stroke 1 year ago, I heard that there is a free rehabilitation course, I got involved in the rehabilitation course, the health care provided me with free treatment and I feel much better, I will fly like a bird" For further rehabilitation of stroke, head and spinal cord traumatic injury, contact us on the hotline number +995 32 211 20 20

Patient history

16/06/2023

Комплексная реабилитация госпожи Элико Хохашвили в клинике Кена Волкера финансировалась программой всеобщего здравоохранения. В октябре 2022 года дама перенесла инсульт. После клинико-функциональной оценки больного, был спланирован и проведен курс амбулаторной восстановительной терапии, выявлена ​​положительная функциональная динамика: в плане улучшения равновесия он может ходить самостоятельно без костыля, объем движений и сила в конечностях увеличились. повысился. Максимальная независимость в плане передачи. Улучшились когнитивные функции, имеет положительную динамику в плане памяти и речи. Как говорит госпожа Элико: «В октябре у меня случился инсульт, мне было трудно передвигаться. Я лечилась в первой университетской клинике, но после лечения все еще с трудом передвигалась. Ходила с тростью, потом читала о реабилитационном центре в соцсетях, обратилась в клинику, получила госфинансирование, хожу в клинику третий месяц, результат на лицо.Инсульт не приговор!Так что не надо бояться инсульта».

The Universal Health Care Program funds rehabilitation after stroke, traumatic brain injury and spinal cord injury

26/04/2023

Post-stroke, head and spinal cord injury rehabilitation is funded by the Universal Health Care Program. This program will enable patients to receive rehabilitation treatment in time, regain functional skills and avoid severe limitations. The provider of the program is the Ken Walker Clinic, which is staffed by specialists and professionals in the field. Modern, evidence-based approaches to medical rehabilitation are introduced here. For more information about the program, contact us: +995 32 211 20 20 clinic hotline 1505 hotline of the Ministry of Health The address of the clinic is Gudamakari Street N4

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა

12/12/2022

Training - Movement Interventions for Scoliosis

19/06/2021

As part of a joint project between USAID and Emory University, invited specialist from Emory University, Physical Therapist Gail Friedhoff Bohman conducted a practical training for her Georgian colleagues - 'Movement Interventions for Scoliosis'. The aim of the training was to develop skills for practicing physical therapists in the latest methods of selecting and performing appropriate exercises for scoliosis. Physical therapists participated in the training from the Ken Walker University Clinic for Medical Rehabilitation, from Zugdidi Rehabilitation Center (Tanaziari) and future specialists, the students of the Faculty of Physical Medicine and Rehabilitation of Tbilisi State Medical University. Emory University specialist, physical therapist Gail Friedhoff Bohman visited Georgia for a month. Within the framework of the project an American specialist for the first time visited Georgia in 2017. She led the professional trainings planned within the project during a year. She was also actively involved in the clinical training for the specialists of adult physical rehabilitation. The Physical Rehabilitation Project in Georgia has been supported by the United States Agency for International Development (USAID) since 2017. The main implementer of the project is Emory University School of Medicine with its partner organizations operating in Georgia: -Partners for International Development (PFID), -Coalition for Independent Living (CIL), -Tbilisi State Medical University (TSMU).

The importance of early development and the basic principles of the program

22/04/2021

Online lecture! "The importance of early development and the basic principles of the program." The lecture will be led by Nabo Kajaia - Occupational Therapist, Early Development Specialist. The following topics will be discussed at the lecture: - Why it is important to implement therapy in the natural environment - Involvement of the parent and the social environment - The role of the program in the transition process in kindergarten / school - Who and how can be involved in the program Interested parties have the opportunity to leave your questions for the speaker under the post, leave us in the form of comments, or write to us in the private messages of the page. Attendance at the lecture is completely free and will take place through LIVE on the Ken Walker Clinic Facebook page. The engagement takes place on April 23, at 5:00 p.m.

Physical Rehabilitation After Transmission of Covid Infection

11/03/2021

Online lecture! "Physical Rehabilitation After Transmission of Covid Infection" The lecture will be led by Sofiko Shagidze, Head of the Adult Department at the Ken Walker Clinic, Neurologist, Neuroradiologist, Clinical Neurophysiologist. The following topics will be discussed at the lecture: - Subsequent complications of Covid infection transmission - Recommendations of the World Health Organization on the need for physical rehabilitation after the transmission of Covid infection - Practical tips for physical rehabilitation Attendance at the lecture is completely free and will take place via LIVE engagement on the Ken Walker Clinic Facebook page. The LIVE lecture takes place on March 16, at 5:00 p.m.

For the first time in Georgia, Loco-station system at Ken Walker Clinic!

16/02/2021

For the first time in Georgia, Loco-station system at Ken Walker Clinic! The American-made Loco-Station system is specially designed for people with gait disorders and is used with equal effectiveness for the rehabilitation of both children and adults. The loco-station system is used in the rehabilitation of various neurological lesions, such as stroke, brain trauma, incomplete spinal cord injury, etc. It should be noted that the system is effective for the management of high muscle tone - spasticity, even when the management of this problem is complicated by specific medical treatment. Important features of the system are: • Full control of body weight and lower extremities • Ability to select the load according to individual needs • Static and dynamic management function • Manage the variability of the equilibrium center • Perfect safety of the therapeutic process • Simplicity and efficiency The Ken Walker Clinic is the first in the Caucasus to be equipped with American and European high-tech rehabilitation equipment.

Rehabilitation and mental health

23/02/2021

Online lecture! "Rehabilitation and Mental Health." The lecture will be led by Nina Menagharishvili - psychiatrist, psychotherapist, doctor of medicine. The following topics will be discussed at the lecture: Prevention of exacerbation of chronic process: • The role of prevention in economic health care and in particular in psychiatry • What is the purpose of mental health rehabilitation and department goals • Who it is intended for and under what conditions • Its ultimate goals Attendance at the lecture is completely free and will take place via LIVE stream on the Ken Walker Clinic Facebook page. The engagement takes place on February 24, at 6:30 p.m.

© 2021