News

HomeNews

Free genetic analysis program for patients of Azerbaijani origin

უფასო გენეტიკური ანალიზის პროგრამა აზერბაიჯანული წარმოშობის პაციენტებისთვის

საერთაშორისო ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში (დიდი ბრიტანეთი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი) გენეტიკური ანალიზი უსასყიდლოდ ჩაუტარდებათ მარნეულის, გარდაბანის, რუსთავსა და მიმდებარე რაიონულ ცენტრებში მცხოვრებ აზერბაიჯანული წარმოშობის, თუ მათ აღენიშნებათ შემდეგი სიმპტომები/ჩივილები:

  • ახალშობილთა ჰიპოტონია
  • განვითარების ეტაპების დაყოვნება
  • მოტორული და/ან ინტელექტუალური განვითარების შეფერხება
  • კუნთთა ჰიპოტონია და/ან სპასტიურობა
  • სხვადასხვა სახის კუნთოვანი და ნერვ-კუნთოვანი დაავადებები
  • ეპილეფსია
  • აუტისტური სპექტრი და ქცევითი დარღვევები
  • სხვადასხვა სახის მოძრაობითი დარღვევები (ატაქსია, დისტონია, ტრემორი)
  • მრავლობითი თანდაყოლილი მანკები
  • თანდაყოლილი ჰიპოთიროიდიზმი
  • პირველადი იმუნოდეფიციტები
  • თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია
  • სხვადასხვა ენდოკრინული და მეტაბოლური დარღვევები

ბოლო წლებში დაგროვილი მონაცემების მიხედვით გამოვლინდა, რომ მარნეულის, გარდაბანის, რუსთავის და მიმდებარე რაიონულ ცენტრებში მცხოვრებ აზერბაიჯანული წარმოშობის მოსახლეობაში გამოვლენილ იქნა სხვადასხვა თანდაყოლილი გენეტიკური დაავადება. აღსანიშნავია, რომ ამ მდგომარეობების გარკვეული ნაწილი სრულად ან ნაწილობრივ განკურნებადია, შესაბამისად ადრეული დიაგნოზი გადამწყვეტია ეფექტური მკურნალობის წარმართვისთვის.

კვლევის მიზანია დადგინდეს ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებისა და ჩივილების გენეტიკური მიზეზები და დაისვას სწორი დიაგნოზი, რათა ეფექტურად წარიმართოს პაციენტის მკურნალობა და მართვა.

კვლევა განსაკუთრებით რეკომენდებულია იმ პაციენტებისთვის და ოჯახებისთვის, სადაც არის მშობლების ახლონათესაური კავშირი ან/და მსგავსი დაავადების მქონე ოჯახის რამდენიმე წევრი (მაგ. და-ძმა). სწორი დიაგნოზი ასევე მნიშვნელოვანია ოჯახისთვის, დაავადების მომდევნო შვილებში განმეორების რისკის განსაზღვრისა და პრევენციის კუთხით.

იმისთვის, რომ პაციენტმა შეძლოს აღნიშნული კვლევით სარგებლობა, აუცილებელია გაიაროს კონსულტაცია ექიმ-გენეტიკოსთან (თინათინ ტყემალაძე). ვიზიტზე ჩასაწერად დარეკეთ შემდეგ ნომერზე: 571232612



© 2024, kwclinic.ge