News

HomeNews

როგორ გავუმარტივოთ ბავშვს პირველი სარეაბილიტაციო პროცესი

  • ესაუბრეთ ბავშვს მაშინაც კი, როცა ფიქრობთ, რომ მას თქვენი ნათქვამის შინაარსი არ ესმის ან ნაკლებად აინტერესებს.
  • უამბეთ ბავშვს, რომ თქვენ ერთად აპირებთ წასვლას იქ, სადაც ბევრი ბავშვი დადის და მას ელიან ადამიანები, რომლებსაც უნდათ მისი გაცნობა და მასთან ერთად თამაში.
  • შედარებით უფროსი ასაკის ბავშვს აუხსენით, რომ მასთან ერთად სხვადასხვა სპეციალისტი იმუშავებს, რათ უფრო ადვილად შეძლოს იმის კეთება, რაც სურს და აინტერესებს.
  • მოინიშნეთ ის საკითხები, რომლებიც ბავშვს, თქვენ ან ოჯახის სხვა წევრებს გაინტერესებთ რეაბილიტაციის პროცესის შესახებ და გაუზიარეთ სპეციალისტს.
  • რეაბილიტაციაზე წამოსვლისას შეგიძლიათ ბავშვს აარჩევინოთ ან თქვენ წამოიღოთ ის სათამაშო ან ნივთი, რომელიც ძალიან უყარს ან ამშვიდებს.
  • ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე ბავშვსა და თქვენს განცდებზე რეაბილიტაციის გუნდთან გულწრფელი საუბარი ყველასთვის ძალიან სასარგებლოა და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს აბილიტაციის/რეაბილიტაციის პროცესს.

© 2024, kwclinic.ge