Our team

HomeOur teamMariam Bakhutashvili

Mariam Bakhutashvili

კენ ვოლკერის კლინიკის კონსულტანტი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტული მედიცინის  და რეაბილიტაციის კლინიკური ცენტრის ფიზიკური თერაპევტი. 2015 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტი, ხოლო 2017 წელს იმავე სფეროში მიენიჭა მაგისტრის ხარისხი. სამუშაო სფეროებია: საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაზიანებების შეფასება და რეაბილიტაცია, წინასაოპერაციო და პოსტოპერაციული პაციენტების ფიზიკური თერაპია და სარეაბილიტაციო მართვა. 2018 წლიდან ჩართულია USAID-ისა და  Emory-ს უნივერსიტეტის ერთობრივ პროექტებში („ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტი საქართველოში“)|2017 -2021 წლებში საქართველოს ფიზიკური თერაპიის და რეაბილიტაციის ასოციაციის პრეზიდენტი. 2019 წელს ასოციაცია გახდა WCPT (მსოფლიო ფიზიკური თერაპიის კომფედერაცია) წევრი.  2021 წლიდან დღემდე ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი.


© 2024, kwclinic.ge