Тренинги

ГлавнаяТренинги

ფიზიკური რეაბილიტაციის უნარ-ჩვევების განვითარება პედიატრიულ პრაქტიკაში

ბავშვთა რეაბილიტაციის სფეროში მომუშავე ფიზიკურ თერაპევტთა საყურადღებოდ!

კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ატარებს კვალიფიკაციის ამაღლების პოსტდიპლომურ სასწავლო კურსს სახელწოდებით:

"ფიზიკური რეაბილიტაციის უნარ-ჩვევების განვითარება პედიატრიულ პრაქტიკაში"

სწავლება ჩატარდება კენ ვოლკერის კლინიკის ბაზაზე.

კურსის ხანგრძლივობაა 3,5 თვე (2021 წლის 20 სექტემბრიდან 2022 წლის 20 მარტამდე)

კვირაში სამი დღე (ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი)

10:00-დან 16:00 სთ-მდე.

დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია და სწავლების დაწყებამდე კანდიდატებთან ჩატარდება ინდივიდუალური გასაუბრება.

კურსის წარმატებით დახურვის შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი.

სწავლება ფასიანია და შეადგენს 1600 ლარს.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მეილზე: hr@kwclinic.ge

სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ შემდეგი ტექსტი: "ტრენინგზე დასწრების მსურველი"

აუცილებლად დაურთეთ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი).

© 2024, kwclinic.ge