Тренинги
16 ოქტომბერს, თბილისში, კენ ვოლკერის კლინიკაში, კონფერენცია “რაო რაო? - მე შემიძლია კომუნიკაცია” გაიმართა. მთავარი თემა: 1. ალტერნატიული და აუგმენტური კომუნიკაცია და 2. რეტის სინდრომი
ოქტომბერი ამ ორი თემის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. სწორედ ამის აღსანიშნავად საქართველოში იმართება კვირეული რეტის სინდრომისა და კომუნიაციის საშუალებების შესახებ. ამ ყველაფრის შესახებ გამოცდილებას გვიზიარებენ- ნიდერლანდებიდან ენისა და მეტყველების თერაპევტი გერნა [Gerna Scholte] ფიზიკური თერაპევტი ჰანეკე [Hanneke Borst] სპეციალური მასწავლებელი კიტი [Kitty van der Werff] ჰოლანდიის მშობელთა ასოციაციის პრეზიდენტი/ორთოპედ ქირურგი მარიელი [Marielle van der Berg]
ტრენინგი არის მულტიდისციპლინური-სხვადასხვა დარგის სპეციალისტები ერთ მცირე ჯგუფად მუშაობენ ტრენინგის ფარგლებში. შედეგად, სპეციალისტები იძენენ უნარ-ჩვევებს,რომელსაც გამოიყენებენ ბავშვებთან.
კამპანიის ორგანიზატორები არიან: კენ ვოლკერის კლინიკა • Ken Walker Clinic; მაკ ჯორჯია; ქონსორთ ჯორჯია Consort Georgia; საქართველოს რეტის სინდრომის და სხვა იშვიათ დაავადებათა ასოციაცია; ასევე, კონფერენციის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ენისა და მეტყველების თერაპევტთა ასოციაცია;აჭარა გრუპი;ეკოვუდი