სპორტული რეაბილიტაცია

მთავარიმიმართულებებისპორტული რეაბილიტაცია

სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრი შეიქმნა 2008 წელს, როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის შემადგენელი ნაწილი.

ცენტრი გთავაზობთ სპორტსმენებისა და ფიზიკური აქტივობით დაკავებული მოსახლეობის ჯანმრთელობის სკრინინგს ფიზიკური დატვირთვებისა და ორგანიზმის ფუნქციური მდგომარების შესაბამისობის დადგენის მიზნით, ასევე საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ტრავმული დაზიანებების პრევენციას, მკურნალობასა და რეაბილიტაციას.

გარდა კლინიკური მიმართულებისა, ცენტრი ასევე მოიცავს როგორც დიპლომამდელ, ისე დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო საქმიანობასაც.

კლინიკური ცენტრის სამედიცინო პერსონალი გამოირჩევა მაღალი კვალიფიკაციითა და პროფესიონალიზმით. ჩვენი ექიმები წარმატებით უთავსებენ პედაგოგიურ, საექიმო და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. თითოეული მათგანი მუშაობს სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლებთან.

კლინიკური ცენტრის ექიმები, როგორც ევროპის პრევენციული კარდიოლოგიის ასოციაციის სპორტული კარდიოლოგიის ჯგუფის წევრები, აქტიურად მონაწილეობენ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში.

საერთაშორისო კონტაქტები

კლინიკური ცენტრი რეგულარულად მართავს სხვადასხვა ფორმატის სამეცნიერო ღონისძიებებს, მონაწილეობს ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონგრესებსა და სემინარებში. ამავდროულად, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტთან, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, საქართველოში არსებულ სპორტულ ფედერაციებსა და კლუბებთან.

კლინიკურ ცენტრს აქვს მნიშვნელოვანი კავშირები მსოფლიოს წამყვან ინსტიტუციებთან, ესენია:

სპორტული მედიცინის ფედერაცია;

ევროპის სპორტული მედიცინის ასოციაცია;

გერმანიის სპორტული მედიცინისა და პრევენციის ასოციაცია;

ევროპის ძიუდოს ფედერაციის სამედიცინო კომიტეტი;

ტარტუს უნივერსიტეტის სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრი;

მოლდოვას სპორტული მედიცინის ნაციონალური ცენტრი;

ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოება;

ევროპის პრევენციული კარდიოლოგიის ასოციაცია;

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭო და სხვა.

© 2020