ჩვენი გუნდი

მთავარიჩვენი გუნდითამარ სვანიშვილი

თამარ სვანიშვილი

კენ ვოლკერის კლინიკის ექიმი რეაბილიტოლოგი (სპეციალობა - ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია). სახელმწიფო სერტიფიკატი აქვს სპორტულ მედიცინაში და არის მედიცინის აკადემიური დოქტორი. 2006 წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო რეაბილიტაციისა და სპორტული მედიცინის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორია. აღნიშნული დეპარტამენტი განთავსებულია კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკაში. აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის 18-წლიანი სტაჟი. 1995 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, მათ შორის, 2015 წლიდან 2020 წლის მარტის ჩათვლით თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეაბილიტაციის მიმართულებით პრაქტიკოს ექიმად. მისი ავტორობითა და თანაავტორობით გამოცემულია 2 მონოგრაფია, 84 სამეცნიერო სტატია და 17 სასწავლო-მეთოდური სახელმძღვანელო. არის სხვადასხვა პროფესიული ასოციაციის წევრი.

© 2021