ჩვენი გუნდი

ნინო რუხაძე

კენ ვოლკერის კლინიკის ბავშვთა მიმართულების ხელმძღვანელი. დაამთავრა ნეიროფსიქოლოგიისა და ოკუპაციური თერაპიის სამაგისტრო პროგრამები. ბავშვთა რეაბილიტაციაში აქვს ოკუპაციურ თერაპევტად მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება. 2006 წლიდან არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორი და ლექტორი. გავლილი აქვს უამრავი ტრენინგი, მათ შორის: „კომუნიკაციის სისტემა სურათების გაცვლით (PECS)“, „სავარძელეტლის მორგების საბაზო, საშუალო და მაღალი დონის მომსახურება“ (ტრენერთა ტრენინგი), „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შეფასებისა და მართვის ძირითადი პრინციპები“. იმავდროულად, არის სხვადასხვა მიმართულებაში ტრენინგებისა და გზამკვლევების ავტორი. არის საქართველოს ოკუპაციურ თერაპევტთა ასოციაციის დამფუძნებელი და წევრი.

© 2021