კენ ვოლკერის კლინიკა

განვითარებული შესაძლებლობები

მიმართულებები

ბავშვთა რეაბილიტაცია

18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისათვის სპეციალისტების გუნდი გთავაზობთ აბილიტაციის/რეაბილიტაციის - სხვადასხვა ნევროლოგიური, ორთოპედიული, პოსტოპერაციული მდგომარეობების რეაბილიტაციისა და ზოგადგამაჯანსაღებელ - პროგრამას ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით.

ზრდასრულთა რეაბილიტაცია

სხვადასხვა ნევროლოგიური თუ ორთოპედიული პრობლემის მქონე ზრდასრულ პირებს გთავაზობთ სრულფასოვან რეაბილიტაციას მულტიდისციპლინური პროგრამით.

დამხმარე საშუალებების ლაბორატორია

მომსახურების სრულ პაკეტში შედის: ხელისა და ფეხის ორთეზების, ეტლისა და ადაპტირებული ავეჯის ინდივიდუალური შერჩევა, დამზადება, მორგება და გამოყენების სწავლება.

გარემოს მორგება და ადაპტაცია

გთავაზობთ საჯარო დაწესებულებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საცხოვრებელი ბინისა და სახლის მორგებას/ადაპტაციას საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით.

სპორტული რეაბილიტაცია

მიმართულება გთავაზობთ ფიზიკურად აქტიური მოსახლეობის ჯანმრთელობის სკრინინგს, ტრავმული დაზიანებების პრევენციას, მკურნალობასა და რეაბილიტაციას.

სიახლეები

ყველა სიახლე(26)

არტ თერაპია

არტ თერაპია, თავისი არსით, პროცესით, არის ცოცხალი მოქმედი ძალა, რომელიც ფსიქოთერაპიის ნაწილია და ხელოვნების საშუალებით გამოხატავს ადამიანის მდგომარეობას, როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურად. ხელოვნებითი თერაპიის პროცესში ადამიანი ქმნის საკუთარ შემოქმედებით გზას, სადაც ცხადად ჩანს მისი საჭიროებები, ის ეხმარება ადამიანს წონასწორობის, მთლიანობის აღდგენაში და მასთან ერთად განვლილი, დაწყებული გზა თერაპიის დასრულების შემდეგაც მოქმედებს, როგორც ცოცხალი ძალა, აღმდგენი-მთლიანობისთვის. უძველესი დროიდან ადამიანი ხატავდა და ქმნიდა განცდილსა თუ განვლილს. ასე გამოჰქონდა მას თავისი ემოცია, ნაფიქრი, ტკივილი თუ სიხარული და ამოთქმულით თავისუფლდებოდა... არტ თერაპია, ეს არის შექმნის პროცესი, სადაც გამოყენებულია ბუნებრივი მასალები: თიხა, საღებავი, საპნის ქაფი, ფერადი მატყლი, ნახშირი და ა.შ. ყველა ეს მასალა ადამიანის საჭიროებას ერგება, მისი არჩევანიდან იწყება პროცესი, რომელიც იცვლის ფერსაც და ფორმასაც. საკუთარი შესაძლებლობებით გამოწვეული ემოცია, გარედან გვანახებს ჩვენს პიროვნებას და საბოლოოდ იქმნება განსაკუთრებული, ინდივიდუალური გზა, წონასწორობაში მოსვლით, როგორც სულიერად, ისე ფიზიკურ-ემოციურად. პროცესი, რომელიც იწყება და ვითარდება, აერთიანებს ადამიანის აზრს, შეგრძნებას, ჩამოდის ფიზიკურში და საბოლოოდ განიცდის თავისუფლებას, ეხება უხილავს და მთლიანდება საკუთარ თავში. არტ თერაპია ადამიანის არაცნობიერს, გარდაქმნის ცნობიერში და აძლევს ძალას, წინ ნაბიჯის გადასადგმელად. არტ თერაპიის პროცესის უკეთ შეცნობისთვის და მეტი თვალსაჩინოებისთვის, გთავაზობთ ერთ-ერთი მოზარდის განვლილ, გზას, სადაც მან თვითონ განიცადა მეტამორფოზი, შეკუმშვიდან - ამოსუნთქვამდე. რა იგულისხმება ამაში: თერაპიის დასაწყისში ის მეტად მორიდებული, უკანდახეული, საკუთარ თავში შეყუჟული, ჩუმი ახალგაზრდა იყო, უნდობლად მომზირალი საკუთარი შესაძლებლობების მიმართ. ყოველი თერაპიული პროცესის დროს სჭირდებოდა დახმარება წასახალისებლად, როგორც ემოციურად ისე ფიზიკურად, რომ დაეჯერებინა შეუძლია შექმნას, დახატოს, სათქმელი ფერებით გამოხატოს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - თავისუფლება იგრძნოს ამ ყველაფერთან ერთად.   თერაპია იყო ხანგრძლივი, სიჩუმიდან ამოთქმამდე. და დაიწყო პროცესი რომელმაც არამარტო ფიზიკურად იმოქმედა არამედ ემოციურადაც. ეს ნამუშევარი ხელოვნებითი თერაპიული პროცესის დროს თიხაზე მუშაობისას შეიქმნა. სადაც თვალნათლივ ჩანს ცვლილებების და გარდატეხის ასაკი. ამ დროს რომანტიკული ურთიერთობებიც წინა პლანზე გამოდის. მეგობრები, წრეები, მიკუთვნებულობა რომელიმე ჯგუფთან, სამეგობროსთან მნიშვნელოვანია მათთვის... ქაფში ხატვისას, როდესაც მოძრაობაა ფერებით, ახალი განცდა და აღმოჩენაა. შედეგად არაკონკრეტულიდან თავისთავად ქმნის კონკრეტულს და ერქმევა შეგრძნებიდან სახელი. მინდორი - დღისით და საღამოს. თერაპიის მიწურულს ქაფში საღებავების საშუალებით შექმნა ბუნების ოთხ სეზონში მეტამორფოზული გარდაქმნა. ამ პროცესის მსვლელობაში, აღმოაჩენთ, თუ როგორ მთლიანდება სულიერი ფიზიკურში, გარდაიქმნება, შეკუმშვა ამოსუნთქვით, ადამიანი და საზღვრებში მოქცეული თავისუფლდება... ხელოვნებითი თერაპიული პროცესის დროს შექმნილი გაზაფხული ....ამოძრავებული, აყვავებული, ახალგაზრდა ხე ....ლაღი და თავისუფალი. თერაპიული გზის დასაწყისიდან .... აყვავებულ გაზაფხულამდე.

LIVE ჩართვა - სპორტული რეაბილიტაცია

LIVE ჩართვა - სპორტული რეაბილიტაცია! განხილვას გაუძღვება ვალერი ახალკაცი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის კლინიკური ცენტრის დირექტორი. აუდიტორიასთან განხილული იქნება შემდეგი თემები: -სპორტსმენებისა და ფიზიკური აქტივობით დაკავებული ადამიანების გულსისხლძარღვთა სისტემის სკრინინგის მნიშვნელობა -ვისთვის და როდის არის საჭირო სპორტული რეაბილიტაცია -ტრავმული დაზიანებების დიაგნოსტიკა და პრევენცია დაინტერესებულ პირებს გეძლევათ საშუალება სპიკერისთვის განკუთვნილი თქვენი შეკითხვები  მოგვწეროთ გვერდის პირად შეტყობინებებში. დასწრება სრულიად უფასოა და ჩატარდება კენ ვოლკერის კლინიკის ფეისბუქ გვერდზე LIVE ჩართვის საშუალებით. ჩართვა შედგება 15 ივლისს, 15:00 საათზე.

-15% ფასდაკლება ყველა მომსახურებაზე!

კენ ვოლკერის კლინიკის 1 წლის იუბილესთან დაკავშირებით! -15% ფასდაკლება ყველა მომსახურებაზე! კლინიკაში წარმოდგენილია შემდეგი მიმართულებები: -ბავშთა რეაბილიტაცია -ზრდასრულთა რეაბილიტაცია -დამხმარე საშუალებების ლაბორატორია -გარემოს მორგება და ადაპტაცია კენ ვოლკერის კლინიკა პირველია ამიერკავკასიაში, რომელიც აღჭურვილია ამერიკული და ევროპული მაღალტექნოლოგიური სარეაბილიტაციო მოწყობილობებით. ფასდაკლება მოქმედებს  12 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით. ფასდაკლების მისაღებად გთხოვთ რეგისტრაციისას წარმოადგინოთ არსებული ფეისბუქ/ინსტაგრამ პოსტი https://www.facebook.com/kenwalkerclinic/photos/a.562956434210396/1157096278129739/ წინასწარ ჩაწერა აუცილებელია: თბილისი; გუდამაყრის ქ. N4. +995 32 2 11 20 20; +995 599 233 916 ბათუმი; ბაქოს ქუჩის N 8 (ყოფილი გოგებაშვილის N 40) +995 577 777 052

© 2020